ფოთში სრულდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სპორტული კომპლექსი ორი საცურაო აუზით, დარბაზითა და სხვა ინფრასტრუქტურით მალე შევა ექსპლუატაციაში.
🔹მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყო საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
🔹სპორტული კომპლექსის მოწყობას ავეჯითა და ინვენტარით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. სპორტულ კომპლექსის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.