19 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-18 რიგგარეშე სხდომა.
✍️საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებას, რომლის შესაბამისად ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია სხდომების დისტანციურად ჩატარება, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
✍️ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ ფოთის საკრებულოში წარდგენილი 2020 წლის 13 ნოემბრის პეტიცია (მომხსენებელი – ელისო ჯანაშია), რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის განთავსებას მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე (მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრესთან შეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებით) და დაავალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს აღნიშნული განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებით გამოყოს პასუხიმგებელი პირი/პირები და პერიოდულად საკრებულოს წარუდგინოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ.
✍️საკრებულოს განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა სატრანსპორტო საშუალებები თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს, და ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციას.
✍️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფიზიკური პირების – რევაზ ბერძენიშვილისა და ხათუნა გოგიტაურის მუნიციპალიტეტთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებაზე.
✍️ცვლილებები შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში.