ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია უძღვებოდა. თათბირზე 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება, 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება, ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებული და სხვა საკითხები იქნა განხილული. მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილია და საკრებულოში განსახილველად წარდგენილია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის პარამეტრებზე საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ ისაუბრა. 2021 წელს ბიუჯეტის საპროექტო ვარიანტი შედგენილია 20 792.0 ათას ლარზე, რაც 2020 წელთან შედარებით(19 347.4ათ.ლარი) 7.3%-ით მეტია.
2021 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამებში გათვალისწინებულია 4 ახალი პროგრამა. მანვე მიმოიხილა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულება. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები დაგეგმილი იყო 19 347,4 ათასი ლარი, რაც 2019 წელთან შედარებით 439.7 ათასი ლარით მეტია. 2019 წელს ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების საგეგმო პარამეტრის ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 18 907 ათასი ლარი, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შესარებით (15 921.2ათ.ლარი) 18.8%-ით მეტია.
დღევანდელი მდგომარეობით, ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების დაგეგმილი პარამეტრი შერულებულია 102.3%ით. წლის ბოლომდე დაგეგმილ პერიოდში მოსალოდნელია საკუთარი შემოსავლების დამატებით ზრდა.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მაია მაკალათიას განცხადებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის 990 შემთხვევა. გარდაიცვალა 5, გამოჯანმრთელებულია 482, აქტიური პაციენტია 503. მისივე განცხადებით, რეგულარულად მიმდინარეობს შენობების დეზინფექცია, გეგმიური ტესტირებები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე მონიტორინგი.
ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურული პროექტების მარტვის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ მაშავამ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, განხორცილებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობა 138 შეადგენს. მათ შორის: დასრულებულია -87, ხოლო მიმდინარე 51 პროექტი.
ცენტრის უბანში 25 პროექტი (მათ შორის მიმდინარე 8)
კუნძულის უბანში 39, პროექტი (მათ შორის მიმდინარე 16)
მალთაყვის უბანში38 პროექტი (მათ შორის მიმდინარე 15)
ნაბადის უბანში _36 პროექტი (მათ შორის მიმდინარე 12) მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტებია: მრავალსართულიანი სახლების სახურავების კაპ.შეკეთების სამუშაოები 23 სახლზე;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები 13 ლოკაციაზე;
სპორტული მოედნის კაპ.შეკეთების სამუშაოები 13 ლოკაციაზე; სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოები 13 ბაღში;
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია 12 საჯარო სკოლაში;
ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი 14 ლოკაციაზე;
ატრაქციონის შეძენა-მონტაჟი 23 ლოკაციაზე;
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის მიმდებარედ ფამფტრეკის მოწყობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქში ხორციელდება ორი მსხვილი პროექტისაცურაო აუზისა და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა, ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იგეგმება ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა.
დანიის დევნილთა საბჭოს მიერ ფინანსდება კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება 4 ცენტრალური ქუჩის ასფალტირების სამუშაოები. გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია ფოთში ამ ეტაპზე 14 ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას დავალებით მიმდინარეობს მუშაობა საახალწლოდ ქალაქის გაფორმებასა და ღონისძიებების მოწყობაზე.
სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაევალათ მაქსიმალური კონტროლი გაუწიონ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხის კონტროლს.