მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საკრებულოს მე-19 რიგგარეშე სხდომა.
✍️საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა წარმოადგინეს შენიშვნები ქალაქ ფოთის მერის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე, რის გამოც საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება: დადგენილების პროექტი 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შენიშვნებით დაუბრუნდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს.
✍️საკრებულომ დააკმაყოფილა 2020 წლის 2 ნოემბრის პეტიცია, სადაც ქალაქ ფოთის მერს დაევალა დროის მოკლე მონაკვეთში შექმნას სამუშაო ჯგუფი, ქალაქში არსებული სუნის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, ატმოსფერული დაბინძურების დონის შემცირების, დაბინძურების ადგილებში არაგადამდებ დაავადებათა სტატისტიკისა და გამომწვევი მიზეზების კვლევის მიზნით.