მივესალმებით საზოგადოებრივ კამპანიას ქალთა ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ.
გენდერული თანასწორობის დაცვას საზოგადოებაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადევნებს თვალს. მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც არის აქტივობები, ამ უმნიშვნელოვანესი თემის წინ წამოსაწევად.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და პირადად მე, ვუერთდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დასაცავად წარმართულ კამპანიას.
თითოეული ადამიანი ძვირფასია…გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და უარი ვუთხრათ ძალადობას შინ და გარეთ…
2020 წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგა პროგრამა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
მოქალაქეს, რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა, სტატუსის მინიჭების შემდგომ -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.