28 ნოემბრიდან, უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები გამკაცრდა. შეზღუდვები შეეხო მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს, როგორც ტრანსპორტის ისე ვაჭრობისა, მომსახურეობის და სხვა სფეროში. მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, მერიის ადმინისტარციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირს, რომელიც შეზღუდვების მონიტორინგის მექანიზმების განხილვას დაეთმო, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია უძღვებოდა, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპტრულოს და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, მერიის ადმინისტარციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონიტორინგის ჯგუფები ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის 2020 წლის 23 მაისის No322 დადგენილებაში ასახული აკრძალული და შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე განახორციელებენ კონტროლს. ეს არის: მომსახურების სექტორი, სატრანსპორტო მომსახურეობა, ბაზრობები და სავაჭრო ობოექტები, ავტოტექ მომსახურეობის ობიექტები, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის ობიექტები, სილამაზისა და ესთეტიკური სალონები, კვებისა და გასართობი ობიექტები, ფიტნეს კლუბები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა. ასევე კონტროლი პირბადის გამოყენების წესების დაცვაზე.