ფოთში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია „TAHAL Group BV“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა.
▶️ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N19 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე მუშაობს.
▶️გარდა ამისა კეთილმოწყობის ღონისძიებები მიმდინარეობს თავდადებულის, ბერდიანსკის, თამარ მეფის და სხვა ქუჩებზე.
▶️ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები უნდა დაჩქარდეს იმ ლოკაციებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი ღონისძიებები უკვე გატარებულია.
▶️შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით 9 ლოკაციებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათივე თქმით იგეგმება სამუშაოების დაწყება 10 ქუჩაზე.