ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტარდება კვების ბლოკების, სველი წერტილების რეაბილიტაცია, გათბობის სისტემების მონტაჟი და სხვა სარემონტო სამუშაოები.
გადახურვის სამუშაოები ხორციელდება მე-6 და მე-12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 451 ათასი ლარი იხარჯება.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.
![სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/12/129728409_3700079466714769_1015630346391034069_o.jpg)