✅ა(ა) სოციალური მომსახურების ცენტრმა შეჭირვებულ ოჯახებზე საკვები პროდუქტები დაარიგა.
🔹350 -მდე განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი გადაეცა. სურსათის დარიგების პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრნენ.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დახმარებების დარიგების მეორე ეტაპს უახლოეს დღეებში გეგმავს.
