✔️ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
🔷სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
🔷პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედანი. მიმდინარეობს გასახდელების, სველი წერტილების, სწრაფი კვების სივრცეებისა და სხვა სამეურნეო სათავსოების მშენებლობა. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.
🔷პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მლნ ლარია.
🔷ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, 2023 წელს უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა, ქალაქისთვის დიდი გამოწვევაა და სტადიონის ინფრასტრუქტურა შესაბამის დონეზე უნდა იყოს მოწყობილი.
✔️უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ფოთი იქნება.