ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.
✔ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება. ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 383 024 ლარია.
🔷პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ბესიკის, კოლხეთის, შალვა ამირანაშვილის, ალექსანდრე მოწერელიას, მემედ აბაშიძის, ქორქიას ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს.
🔷ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 762 884 ლარს შეადგენს.
![ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/12/131890939_3735812066474842_8981955446512284862_o.jpg)