🔷ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე, შუქურის მიმდებარედ მრავალფუნქციური ველო მოედნის – ფამფტრეკის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. პროექტი დასრულების ეტაპზეა.
🔷ფოთელი ახალგაზრდობა მალე შეძლებს სამოყვარულო ფამფტრეკით სარგებლობას. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ -ერთ-ერთი გამარჯვებულია. ფამფტრეკის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 50 000 ლარია.
🔷პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.