2020 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21-ე გეგმიური სხდომა.
✍🏻საკრებულოს წევრებმა სრული უმრავლესობით დაამტკიცეს წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი.
📌ქალაქ ფოთის მნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა შეადგენს 20 792 000 ლარს, რაც 2 210 900 ლარით აღემატება წინა წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს.
📌2021 და მომდევნო სამი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
1.ინფრასტრუქტურული მშენებლობის, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. სულ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილია 4 965 000 ლარი.
2.დასუფთავება და გარემოს დაცვა. დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებებისთვის 1 765 000 ლარი.
3.განათლება განათლების სფეროს დაფინანსებისათვის გამოყოფილია 3 352 500 ლარი.
4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტის სფერო დაფინანსდება 3 239 400 ლარით.
5.ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით პროგრამები დაფინანსდება 2 604 800 ლარით.
6.მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები. მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯებზე გათვალისწინებულია 4 865 300 ლარი.
✔️საკრებულოს წევრთა შეკითხვებს უპასუხა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელმაც აღნიშნა რომ მ/წ ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა, 137 ობიექტზე მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ბევრ წარმატებულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი იგეგმება 2 ახალი ნავსადგურის სამუშაოები, აგრეთვე ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. სოციალურ პროგრამებს დაემატა ოთხი ახალი პროგრამა და ერთი დამატებითი ქვეპროგრამა. მალთაყვის სანაპირო ზოლში შესრულდა მუნიციპალური სამუშაოები რამაც ტურიზმისათვის შესაფერისი გარემო შექმნა.
✔️საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ მ/წ ბიუჯეტის შემოსულობების ზრდამ მოგვცა საშუალება სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის გაგვეზარდა თანხები სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე, როგორიცაა მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოსახლეობის დახმარება და სხვა. აღნიშნა, რომ ქალაქის პრიორიტეტი იქნება ლოკალური ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
✍🏻სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის და 9 თვის შემოსულობებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
✍🏻საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან ქალაქ ფოთის მოსახლეობის სრულად გათავისუფლებას 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში. დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადისგან ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება.
✍🏻მიეცა თანხმობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ერთეული სატრანსპორტო საშუალების თხოვების, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო, უვადო სარგებლობაში გადასცეს შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანიას“. საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ქონების გადასახადი 2023 წლის 1 იანვრამდე 0,001% განისაზღვრა იმ რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის,რომლებიც ეწევიან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მუნიციპალური ტრანპორტით (ავტობუსებით) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
✍🏻საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმა.
