ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ქალაქის პროგრამული ბიუჯეტი, საკრებულოს 21-მოწვევის სხდომაზე დაამტკიცეს. კენჭი უყარეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსაც.
✔2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 20 მილიონ 792 ათასი ლარით დამტკიცდა, რაც 1 მილიონ 444 ათას 600 ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით.
🔷მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იქნა დაგეგმილი. პრიორიტეტებად განისაზღვრა:
➡️ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება 4მილიონ 965 ათასი ლარი;
➡️ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფა 2 მილიონ 604ათასი ლარი;
➡️განათლება 3 მილიონ 352 ათასი ლარი;
➡️ კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი 3 მილიონ 239 ათას 400 ლარი;
🔷ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკრებულოს წევრთა შეკითხვებსაც უპასუხა, როგორც მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
🔷მან აღნიშნა, რომ 23 დეკემბრის მდგომარეობით, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით 107%-ით არის შესრულებული. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებას როგორიცაა: გზების კაპიტალური შეკეთება, ქუჩების სარემონტო სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება და ა.შ.
🔷2021 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დამატებით 4 ახალ სოცილურ პროგრამას განახორციელებს.