🌲 ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პატარა აღსაზრდელების მუსიკალური კომპოზიციის ფონზე აინთო.
🌲 ნაძვის ხის ანთების ცერემონიას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ. ქალაქის საახალწლო გაფორმების სამუშაოები ა(ა)იპ სერვისების ცენტრის მიერ შესრულდა. შობის დღესასწაულზე ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის ფასადი განათდება.
წელს პანდემიის გამო ფოთში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.