მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მეორე ტალღის დროს შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესდა რიგი შეზღუდვები. მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავდა პროგრამა, რომელიც შეზღუდვების პერიოდში მოსახლეობის საკვები პროდუქტით დახმარებას ითვალისწინებს.
➡ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით ,, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის, მათ შორის მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლების, ვეტერანების, ყრუ-მუნჯი და უსინათლო პირებისათვის საკვები პროდუქტები იქნა შეძენილი.
➡ფოთის მუნიციპალიტეტში 28 დეკემბრიდან 1500- ზე მეტი ოჯახი მიიღებს დახმარებას.
➡სასურსათო ამანათების განაწილების პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრო.