➡საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
✔ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ონ-ლაინ კონფერენციაზე მოაწერა ხელი.
✔ცერემონიალი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციაზე მოეწყო, რომელშიც, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
✔ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება შეადგინოს თანასწორობის სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები, ქმედებები და რესურსები, რომლებიც მიზნის მისაღწევადაა საჭირო. პროექტს – „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის – „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.
