28 დეკემბერს ქალაქ ფოთის 1000-მდე აბონენტს ელექტრო ენერგია მთელი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ფოთის სერვისცენტრის მენეჯერს აკაკი ლომაიას, რომელმაც განაცხადა რომ 7 საათამდე მიმდიონარეობდა გეგმიური სამუშაოები, ხოლო შემდეგ მოხდა ავარიული გათიშვა. პრობლემის აღმოფხვრა მოხერხდა ღამის 1 საათისთვის და მოსახლეობას შექმნილი დისკოფორტისთვის ბოდიში მოუხადა. შეხვედრისას განიხილეს, როგორ მოხდეს შემდეგისთვის მსგავსი ვითარების თავიდან არიდება და მოსახლეობის დროული ინფორმირება.