📍 ახალი COVID-19 -ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, ცნობილ ქართველ ექიმებს ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
➡ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ექიმ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 1988 წელს ქალაქ ფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე.
➡მედიცინის დოქტორი, ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 გიმნაზიის კურსდამთავრებულია. იგი 2008წ-დან თსსუ ელექტრონული პარამაგნიტური ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. სამედიცინო საქმიანობასთან ერთად ლევან რატიანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.
📍 ჯილდოს მინიჭების ცერემონია ონ-ლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილეები და საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ.
✔ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა ექეიმებს ეპიდემიის ორივე ტალღის დროს, ჩვენი თანაქალაქელების მიმართ გაწეული თანადგომისა და ახალ ვირუსთან ბრძოლაში გამოჩენილი შემართებისათვის. ,,სწორედ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ პანდემიური ვითარებისას არის საიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას“ -აღნიშნა საუბარში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.