4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1977 წელს, იგი ქართული ეკლესიის პატრიარქად აირჩია. პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ქართული ეკლესიის გაძლიერება, ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა, გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. შევთხოვთ უფალს კიდევ დიდხანს ამყოფოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორე ჯანმრთელად და მხნედ, ჩვენი ეკლესიის, ქვეყნის და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.