“დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეშობას აღვნიშნავთ.
ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო განწყობას ისიც ემატება, რომ ფოთის საკათედრო ტაძრის ფასადი, დღეს განათდა. ეს ტაძარი ქალაქის სახე და ისტორიაა. იცით რომ იგი მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი სიმბოლოს, ბიზანტიური აია-სოფიას ტაძრის შემცირებული ვერსიაა და მისი შთაგონებით აიგო. ჩვენ მოვალენი ვართ შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ და ჩვენს შვილებს გადავცეთ ის, რაც ჩვენი წინაპრების დანატოვარია, როგორც მატერიალური ისე სულიერი კულტურის სახით. ტაძრის განათებაც ემსახურება მისი ბრწყინვალების წარმოჩენას. მინდა მივულოცო ქრისტიანულ სამყაროს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. სიკეთე და სიმშვიდე მოეტანოს ჩვენს გულებში, სახლებში და სამშობლოში.”
პატივისცემით,
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია