შობის ბრწინვალე დღესასწაულზე ფოთის საკათედრო ტაძრის ფასადი განათდა. ტაძრის ფასადზე 483 ლედ სანათი დამონტაჟდა.
ტაძარი ერთადერთი შემორჩენილი ბიზანტიური სტილის მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. იგი წარმოადგენს ცნობილი აია-სოფიას ტაძრის შემცირებული ვერსიის თითქმის ზუსტ ასლს.
1895 წლის 17 ივნისს ქუთაისის მაშინდელ სამხედრო გუბერნატორს ნება დართეს, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ნიკო ნიკოლაძეს. სწორედ მისი თაოსნობით შემუშავდა ახალი პროექტი კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული 1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.
1907 წელს კი ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. ტაძარმა პირვანდელი სახე მას შემდეგ დაიბრუნა, რაც 2005 წელს ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა ფოთის ეპარქიას გადაეცა.