14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით,ფოთის ქუჩებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები გამოიფინა,მათ შორის ნიკო ნიკოლაძის კოშკზე,რომელიც ქალაქის სიმბოლოა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა,რომელიც შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.