14 იანვარი ქართულის თეატრის დღეა.
„თეატრი ქართველთათვის არის არა მარტო ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, იგი ჩვენი ერის ისტორიაა, სიამაყე და ცხოვრების ნაწილია. ქართულ თეატრს განვითარების საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართველ თეატრალებს და კულტურის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს“-განაცხადა ფოთია მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქართული თეატრის დღეს ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან აკაკი დარჯანიასთან და თეატრალებთან ერთად დიდი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, დრამატურგისა და კრიტიკოსის, ვალერიან გუნიას ბიუსი ყვავილებით შეამკო. ყვავილებით შეამკეს ქართული თეატრისა და კინოს დიდი მსახიობის გურამ ფირცხალავას ბიუსტი, რომელიც გასულ წელს ფოთის ცენტრალურ პარკში დაიდგა. ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა “გაყრა”. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.