საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარკვეული შეზღუდვები იხსნება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფოთში –
🗓1 თებერვლიდან:
📌 იწყება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების ფუნქციონირება
📌 ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
📌 საბავშვო ბაღების, ასევე პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის გახსნა დაგეგმილია 1 მარტიდან
📌 პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა ე.წ კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
📌 თებერვლის განმავლობაში, მხოლოდ შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით
📌 თებერვლის განმავლობაში აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
📌 ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
📌 კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.
📌 ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.