📍ქალაქ ფოთში შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა.
➡️მიუხედავად გლობალური პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა .
➡️შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის მიერ 2021 წლის 15 მაისამდე უნდა მომზადდეს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის სამი სავრაუდო ვარიანტი, ტვირთბრუნვის 20 წლიანი განვითარების პროგნოზით.
➡️ფოთში ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტირების თემაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️აღნიშნულ თემაზე შედგა ონლაინ განხილვა, რაშიც APM Terminals Poti-ის ხელმძღვანელობაც ჩაერთო.
➡️ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს „კოკს კონსალტი“-ს წარმომადგენლებთან ერთად ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც სავარაუდოდ ალტერნატიული გზა გაივლის.
➡️ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, დღის წესრიგში დააყენა ახალი გზის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც ნავსადგურის ტერმინალებს, თვისუფალ ინდუსტრიულ ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ქალაქის დასახლებული უბნების გვერდის ავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დააკავშირებს.
➡️ამჟამად, ქალაქ ფოთში არსებული ნავსადგურების ტვირთბრუნვა რვა მილიონ ტონას შეადგენს. ამასთანავე მიმდინარეობს ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. კომპანია Pace Group- მიერ მიმდინარეობს 650 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის მენებლობა. პროექტის ღირებულება 123 მილიონი დოლარია, მათ შორის 50 მილიონი დოლარი ფინანსდდება აშშ-ს მთავრობის კერძო ინვესტიციების კოორპორაციის (OPIC) მიერ. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
➡️ამასთანავე, კომპანია APM Terminals Poti-ის მიერ მიმდინარეობს ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე (გზშ) მუშაობა. პროექტი მოიცავს 700 მეტრი ნავმისადგომის და 1700 მეტრი დამცავი მოლოს მშენებლობა.სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის აგვისტოში.პროექტის ღირებულება 375 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების ვადა სამი წელია.
➡️აღნიშნული პროექტების შედეგად,ქალაქ ფოთში ნავმისადგომების ტვირთბრუნვა გაიზრდება 7 მილიონი ტონით,შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი, განვითარდება საატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.
A feasibility study of the bypass-transit road in Poti is being worked on.
Despite the global pandemic, work is underway on the Feasibility study for the bypass-transit road connecting the Port, enterprises and the free industrial zone on the Black Sea coast in the city of Poti.
The Georgian branch of <Kocks Consult>, Ltd must prepare by May 15, 2021, three possible variations of the bypass-transit road connecting the Port, enterprises and the Free Industrial Zone on the Black Sea coast, with a 20-year development forecast.
The feasibility study and design of the construction of a new alternative bypass road in Poti was discussed at the meeting with Poti Municipality Mayor Gocha Kurdghelia, where Deputy Mayor Konstantine Topuria, representatives of the Roads department of Georgia and the Georgian branch of <Kocks Consult>, Ltd attended.
An online discussion was held on this topic, in which the management of APM Terminals Poti was also involved.
Poti Mayor Gocha Kurdghelia together with the representatives of the Roads Department and <Kocks Consult>, Ltd inspected the areas where the alternative road is expected to pass.
Increased traffic at the port of Poti and the intensity of heavy vehicles put on the agenda the need to build a new road that will connect the port terminals, Free Industrial Economic zones, bypassing the populated areas of the city to the central highway.
Currently, the cargo turnover of the ports in the city of Poti is eight million tons. Two deep-water ports are also under construction. A 650-meter-long berth is under construction by the company <Pace Group>. The project is valued at $ 123 million, including $ 50 million funded by the U.S. Government Private Investment Corporation (OPIC). Construction work has already begun.
In addition, APM Terminals Poti is working on an Environmental Impact Assessment Document (EIA) for the construction of new deepwater berths. The project includes the construction of a 700-meter long berth and 1,700- long meter protective pier. Construction work is scheduled to begin in August, 2021. The cost of the project is $ 375 million. The project completion period is three years.
As a result of these projects, the cargo turnover of the Port in the city of Poti will increase by 7 million tons, an additional 10,000 jobs will be created, and transport and logistics infrastructure will be developed.