კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.
ამჯერად, კომპანია Tegeta Motors – თეგეტა მოტორსის ინიციატივით, ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ. კომპანიის წარმომადგენლებმა თითოეულ ოჯახში ტკბილეული და სხვა სახის საკვები პროდუქტები მიიტანეს.
აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ იქნა ორგანიზებული.