ფოთის ულამაზესი საკათედრო ტაძარი, აშენდა ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით. ტაძარი წარმოადგენს კონსტატნტინეპოლში არსებული აია სოფიას თითქმის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით.
1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა. 1907 წელს კი ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ.
ვიდეოს ავტორი: გიორგი მეფარიშვილი