პროექტის “ახალგაზრდების იდეა ფოთს” ფარგლებში ნაბადის უბანში,შავი ზღვის #2-ში, ბიბლიოთეკის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყო.
➡ბილიკები მოპირკეთდა ფერადი ფილებით, მოეწყო გარე განათება, საყვავილეები, განთავსდა სკამები.
➡პროექტის განხორციელების შედეგად, ჩვენს ქალაქს ახალი მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა.
➡ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ განხორციელება 2019 წელს დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენასა და მათ განხორციელებას.