საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს:
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის , ქვეყნისა და ერის წინაშე , დიდი ღვაწლის მქონე პიროვნების – ფოთოლა ქაჯაიას სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დ. აღმაშენებლის N 39-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის შენობის ფასადზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნების, საკალათბურთო კლუბ “დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის – როლანდ გარუჩავას სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ქალაქ ფოთში 9 აპრილის ხეივანი N 13ა-ში მდებარე კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.
🔹 ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩა N34/34ა-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 04.02.01.618) შპს “ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკური პირი ნათელა ღვინჯილიას შორის, 2020 წლის 28 იანვარს გაფორმებული N3 სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე გარე ვაჭრობის უფლების მიზნით, სადღესასწაულო დღეების – (25-31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი; 05-06,10-13 იანვრის ჩათვლით პერიოდი; წინასააღდგომო კვირა; 25 მაისი; 26-27 აგვისტო; 21-22 ნოემბერი) განსაზღვრის შესახებ.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ, 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის თობაზე.