✔️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მხატვრული კითხვის კაბინეტი გაიხსნა, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია სახელწოდებით – “მე ამ ქალაქში დავიბადე საპატიო მოქალაქედ ფოთოლა ქაჯაია” ჩვენება გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
✔️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის შენობის ფასადზე საზოგადო მოღვაწის, ფოთოლა ქაჯაიას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალური დაფა განთავსდება.
✔️ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის გახლდათ ქალაქის კოლორიტი, ღირსების ორდენის მფლობელი, ფოთის საპატიო მოქალაქე, მრავალი თაობის აღმზრდელი, უანგარო, ენერგიული და ყველასთვის საყვარელი ფოთოლა მასწავლებელი.