📍1 თებერვლიდან ფოთში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. კერძო სამარშრუტო ტაქსებთან ერთად, მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
✅სამარშრუტო ხაზებს მოემსახურება ის ხუთი ახალი ავტობუსი, რომელიც ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა ქალაქს.
✅ ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც. ისინი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
✅ პირველი მგზავრების გადაყვანამდე, ავტობუსებზე მომუშავე მძღოლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს. ფოთის ავტოპარკი კიდევ ხუთი ავტობუსით განახლდება.
✅ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.
✅კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია.
