✅ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.
⏺სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.
⏺ცენტრალურ პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
⏺პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
⏺ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. ცენტრალური პარკი ორ საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ფოთელთა თავშეყრის, კულტურული და პოლიტიკური აქტივობების ძირითადი ადგილი იყო.
⏺ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გასულ წელს დაიწყო.პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.