✅ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.
► შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში 2020 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
► ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
►პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.
►პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.