📍ფოთში არსებულ და მშენებარე სანავსადგურო ტერმინალებთან და სანაპიროსთან დამაკავშირებელი, ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
⏺შეხვედრას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის ოფისის ხელმძღვანელი დავით ბზიავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ინდუსტრიული ზონის ინჟინრებთან ერთად, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროცესში თიზ-ის ჩართულობასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
⏺ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ახალი საწარმოების მშენებლობამ, დღის წესრიგში დააყენა ალტერნატიული, შემოვლითი, გზის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც ნავსადგურის ტერმინალებს, თვისუფალ ინდუსტრიულ ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ქალაქის დასახლებული უბნების გვერდის ავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დააკავშირებს.
⏺საქართველოს მთავრობის მეთაურის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 250 ათასი ლარი, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შემუშავებაზე. აღნიშნულ დოკუმენტზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი მუშაობს.