ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გრძელდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
✅N17 საბავშვო ბაღში მიმდინარე წელს, სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. 2020 წელს ბაღში კარ-ფანჯრები გამოიცვალა. malatya escort
✅სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან, ფოთის მერის მოადგილეებთან კონსტანტინე თოფურიასთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად გაეცნო.
✅2021 წელს ფოთში სარემონტო სამუშაოები 8 სკოლამდელ დაწესებულებაში ჩატარდება. 6 მათგანში უკვე მიმდინარებს, ხოლო ორი დაწესებულების სარემონტო სამუშაოებზე სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება.