2021 წლის 8 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი:
🔷 “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
🔷ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N 17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
🔷 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N 17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
🔷 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მალთაყვის სანაპიროზე მდებარე არაკომერციული იურიდიული პირის “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის” უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე.
🔷 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 (ხუთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსი) OTOKAR NAVIGO LF-ის შპს ” ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” თხოვების თაობაზე, უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
🔷 თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის N10/69 განკარგულებით შექმნილი საზოგადოებრივი სათათბიროს უფლებამონაცვლის განსაზღვრის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების, წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი სათათბიროს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თობაზე.