2021 წლის 8 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა . სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს:
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მალთაყვის სანაპიროზე მდებარე არაკომერციული იურიდიული პირის, “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის” (ს/კ 415106414) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე 3 წლის ვადით გადაცემის თაობაზე.
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 (ხუთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსი) OTOKAR NAVIGO LF-ის რეგისტრაციის ნომრები: ( XX478RR; XX479RR; XX480RR; XX481RR; XX482RR) შპს ” ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაზე ნებართვის მიცემის შესახებ. mardin escort
✅ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის N10/69 განკარგულებით შექმნილი საზოგადოებრივი სათათბიროს უფლებამონაცვლის განსაზღვრის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების, წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი სათათბიროს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შემადგენლობის ცვლილებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ.
✅”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაფინანსება 2021 წლის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ სამუშაოებზე, ასევე 2021 წელს განსახორციელებელ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.
✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N 17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით არ იზრდება მერიის თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების შრომითი ანაზღაურება და საშტატო მუსხა.
✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N 17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.