✅ ფოთის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტს ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
✅სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი, გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში. nevşehir escort
✅სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული. შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.