✅ ქალაქ ფოთში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია – „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა.
✅დონორთა აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
✅აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.