✅ ფოთში გრძელდება ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები.
✅თავდადებულისა და ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. sinop escort
✅ „ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება” – განაცხადა ფოთის მერმა.
✅განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 მილიონი ლარი იხარჯება.