სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელებული ონლაინ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
▶2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში განათლების განყოფილების მიერ განხორციელდა 18 საგანმანათლებლო ონლაინ პროექტი,სადაც ჩართული იყო 2000-მდე მოსწავლე,მშობელი და 150-მდე მასწავლებელი.
✅ „ მსგავსი კონკურსები არის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ნიჭის რეალიზებისთვის, ასევე სკოლების წარმატების გამოვლენისა და დაფასებისთვის. მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს , მოსწავლეებს და მშობლებს პანდემიის პერიოდში გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის“-განაცხადა მერის მოადგილე პაატა ლაგვილვამ. sivas escort
▶დაჯილდოების ცერემონიას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი,ფოთის რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია,საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები და პროექტების მენეჯერები ესწრებოდნენ.
▶შეკრებილებს ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა,დოქტორმა ქალბატონმა მარინა ლომოურმა.
▶ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.