✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. van escort
▶მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში ორ კილომეტრამდე იქნება. ხიდის სიგრძე კი, 432 მეტრს შეადგენს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა ესწრებოდა.
▶ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
▶პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ფოთის ხიდი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.