✅ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რომლის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესტან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
▶პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც.
▶ტრიბუნის ქვეშ ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.
▶ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მლნ ლარია.