✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადეობა ერთობლივი სოციალური პროგრამების განხორციელებას გეგმავს.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ფილიალების განვითარების განყოფილების უფროსს ნინო სამადალაშვილს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან მემორანდუმს გააფორმებს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სოციალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.