ფოთში „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ სავაჭრო ცენტრი გახსნა. განთავსებული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე „Poti Mall“ -ი 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და საკუთარ სივრცეში მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს. ფოთში სავაჭრო ცენტრის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. „Poti Mall“-ის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე დაესწრნენ. კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნით.
„Poti Mall“ -ი ფრანგული ბრენდი “კარფურით”, „ფარმადეპოს“ აფთიაქით, საოჯახო ტექსტილის კომპანია TAÇ/Manamo-ს მაღაზიებით, სწრაფი კვების ობიექტებით, სამკაულებისა და კოსმეტიკური საშუალებების კუთხეებით ყოველდღიური საყიდლებისა და დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.