დღეს, 19 თებერვალს, ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის საკონფერენციო დარბაზში პროექტ “ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი“-ს დასკვნითი ნაწილის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია.
📚 ღონისძიებაზე მოეწყო წიგნის “ფაზისიდან ფოთამდე” პრეზენტაცია, რომელიც ფონდის დაფინანსებით დაიბეჭდა და ყველა ფოთელ პირველკლასელს გადაეცემა საჩუქრად.
🏅ნიკო ნიკოლაძის საზოგადეოებამ, რომელიც ამ პროექტის მხარდამჭერია – საზოგადოების მხარდაჭერისთვის და საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისათვის მიძღვნილი საიუბილეო მედლით დააჯილდოვა ქალაქ ფოთის რესურს ცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია. 🇪🇺პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება „გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის“ მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.