ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც „განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა“ სალომე შაქარაშვილმა კონკურსის პირობების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
▶განვითარების ფონდიდან დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ისე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.
▶„განვითარების ფონდმა“ წელს დაფინანსებისთვის ორი მიმართულება გამოყო: რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. პირველი მიმართულების ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები. მეორე მიმართულების ფარგლებში კი ახალგაზრდული ორგანიზაციები.
▶საინფორმაცი შეხვედრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
▶ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა, საქართველოს 10 რეგიონიდან და კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ.
👉საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: . https://fund.youthagency.gov.ge/