2021 წლის 25 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-3 გეგმიური სხდომა, სხდომაზე განხილულ იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი:
1) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” ანგარიში.
2) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, მ. კოსტავას ქუჩა N200-ში მდებარე 28876.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის” აუქციონის გარეშე ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის” გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
3) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების OTOKAR NAVIGO LF-ის შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირების თანხმობის მიცემის თაობაზე.
4) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 ერთეული ხის გადასატანი კონსტრუქციის ნაგებობის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
5) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩაზე მდებარე 2.00 კვ.მ და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 7.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.