#COVID19 პერიოდში, მოსახლეობის სურსათითა და პირველადი საჭიროების პროდუქტით მომარაგების ფარგლებში, დღეს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ფინანსური მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს საკვები და აუცილებელი ჰიგიენური პროდუქტების კალათები გადაეცათ.
✅აქტივობა უშუალოდ ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და მარტოხელა ადამიანებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ინიციატივით განხორციელდა.
✅კალათების დარიგების პროცესში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.